რუსეთი აცხადებს, რომ კრემლი არასოდეს უჭერდა მხარს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტში რუსეთი რომელიმე ერთ მხარეს უპირატესობას არ ანიჭებს. მან ასევე საყვედური გამოუცხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც, მისი თქმით რუსეთის პოლიტიკას არასწორად წარმოაჩენენ.
"ჩვენ რეჟიმით მოხიბლული არასოდეს ვყოფილვართ და ჩვენ მათ მხარს არასოდეს ვუჭერდით. რუსეთი ჟენევის შეთანხმების შესრულებას ცდილობდა, იმისთვის, რომ შექმნილიყო ტრანზიციული მთავრობა და სტაბილურობა. ამით სირიელებს საკუთარი ქვეყნის ბედის გადაწყვეტის საშუალება მიეცემოდათ.“
ლავროვმა ეს კომენტარი ვიცე პრეზიდენტი მედვედევის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა. გუშინ მედვედევმა განაცხადა, რომ ასადმა „ფატალური“ შეცდომა დაუშვა იმით, რომ ოპოზიციის მოთხოვნის თანახმად, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების პროცესი დროულად არ დაიწყო.