გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები ქვეყანაში შექმნილი კატასტროფული სიტუაციის გამო.
ბან კი მუნმა ეს განცხადება კუვეიტში გააკეთა, სადაც გაერო 1,5 მილიარდი დოლარის შეგროვებას იმედოვნებს სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად. კუვეიტმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ამ მიზნით თითოეულმა 300 მილიონი დოლარის გადახდა იკისრეს.
კუვეიტში საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სირიაში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ლახდარ ბრაჰიმიმ უშიშროების საბჭოს გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა, რადგან სირია დაშლის პირას არის მისული.მისი თქმით:
“ სირიის განადგურება ამ მნიშვნელოვან რეგიონში უამრავ წინააღმდეგობას წარმოშობს, რაც არავის მოუტანს სიკეთეს. ამის გამო გაეროს უშიშროების საბჭომ უთანხმოება უნდა დაივიწყოს და ამ პრობლემას მიხედოს.“