ვაშინგტონი —
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW) აცხადებს, რომ სირიიდან ქიმიური იარაღის აღრიცხული არსენალის 92 პროცენტი გატანილი და განადგურებულია. ჰააგაში მდებარე ორგანიზაცია დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც გაეროსთან თანამშრომლობს. ის პასუხისმგებელია ქიმიური იარაღის იმ კონვენციის განხორციელებაზე, რომელიც კრძალავს მის განვითარებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაცემას და გამოყენებას.
გრეგ ტილმანი, მასობრივი განადგურების იარაღის სპეციალისტი იარაღის კონტროლის ასოციაციიდან, აცხადებს, რომ სირიას საკმაოდ დიდი არსენალი ჰქონდა. მასში შედიოდა მდოგვის გაზი, მოდერნიზებული ზარინი და „ვი-ექსი“ - ქიმიკატებს შორის ყველაზე ტოქსიკური.
„საუბარია 1 300 კუბური ტონის მოცულობაზე, ანუ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მოქმედ, ოპერირებად ქიმიური იარაღის არსენალზე. სირიის კონკურენტი ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა თუ იქნებოდა. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეერთებულ შტატებს და საბჭოთა კავშირს იმხელა არსენალი ჰქონდათ, რომ დიდი ნაწილის მრავალი წლის მანძილზე განადგურების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დარჩენილი. თუმცა, ისინი მოქმედ, ოპერირებად იარაღად არ შეიძლება ჩაითვალოს“ - აღნიშნავს გრეგ ტილმანი.
გასული წლის სექტემბერში, შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო ჩარევის მუქარის და რუსეთის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, სირია ქიმიური იარაღის განადგურებაზე დათანხმდა. საბოლოო ვადად 30 ივნისი დაითქვა. ჯო ცირინციონე - გლობალური უსაფრთხოების ორგანიზაციის, პლაუშეარის ფონდის პრეზიდენტი, უშუალოდ იარაღის განადგურების პროცესის შესახებ მოგვითხრობს.
„განადგურების პირველი ფაზა საკმაოდ იოლად წარიმართა. ქიმიკატების 12-მდე ბაზაზე კონსოლიდაცია და მათი უსაფრთხოების გარანტირება მოხდა. არ დაგავიწყდეთ, რომ იქ სამოქალაქო ომი გრძელდება. ამიტომ ყოველთვის არსებობს იმის საფრთხე, რომ ქიმიურ იარაღს შეიძლება რაიმე შეემთხვეს. განადგურება კი უკვე მეორე ფაზაზე, სადღაც გასული წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო“ – ყვება ჯო ცირინციონე.
ქიმიური აგენტების უმრავლესობა, რომელიც გასანადგურებლად გროვდებოდა, დიდ კონტეინერებში ეწყობოდა. შემდეგ ისინი სირიის პორტში გადაჰქონდათ და დიდ სატვირთო გემებზე აჰქონდათ.
“იარაღის განადგურება ამერიკულ გემზე ხდებოდა. თუმცა, იყო სხვა ქვეყნების გემებიც, რომლებიც ქიმიური აგენტების ამერიკულ გემამდე ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ. ტვირთი იტალიის სანაპიროზე გადაჰქონდათ. პროცესში რამდენიმე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც გადაზიდვა გემებით და მათი სამხედრო ესკორტით უზრუნველყვეს, რომ ტვირთს ამერიკულ გემზე მიტანამდე გზაში რაიმე არ შემთხვეოდა“ - ამბობს გრეგ ტილმანი იარაღის კონტროლის ასოციაციიდან.
ექსპერტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია ქიმიური იარაღის 92 პროცენტი ან განადგურდა, ან ქვეყნიდან გატანილია, დამასკო დარჩენილი 8 პროცენტის გადაცემისგან თავს იკავებს. ჯო ცირინციონეს თქმით, სირიის ხელისუფლება მიზეზად გატანის გზებზე და გვირაბებში უსაფრთხოების პრობლემებს ასახელებს.
„თუმცა, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ დამასკო ამ შემთხვევაში იმ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, მთლიანად უნდა განადგურდეს. საუბარია ნაგებობებზე, გვირაბებზე და საწყობებზე, რომლებისთვისაც სირიის ხელისუფლებას სავარაუდოდ პროფილის შეცვლა უნდა. ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება“ - აღნიშნავს პლაუშეარის ფონდის პრეზიდენტი.
ქიმიური ირაღის ექსპერტების შეშფოთებას ის ფაქტიც იწვევს, რომ ამბოხებულები ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სირიის ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ ქლორის გაზის გამოყენებაში ადანაშაულებენ. დამასკო ამ ბრალდებებს უარყოფს. აღნიშნულ საქმეს ამჟამად ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია იძიებს.

Your browser doesn’t support HTML5