ერთი კვირის განმალობაში ალბანეთში მიმდინარე პროტესტების შემდეგ და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობის ფონზე ქვეყანაში, პრემიერ მინისტრი ედი რამა შეერთებული შტატების თხოვნას არ დაეთანხმა.
ნატოში შეერთებული შტატების ყოპილი ელჩი კურტ ვოკერი აცხადებს, რომ ალბანეთისადმი გაკეთებული თხოვნა პარტნიორთან ხელსაყრელი შესაძლებლობის გამოყენების მცდელობა იყო.
„სხვა ვისთვის უნდა მიგვემართა ამ მიზნის შესასრულებლად თუ არა ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნისთვის, რომლის მთავრობამ, შესაძლოა, დახმარება შეძლოს.“
ალბანეთი ერთ-ერთია იმ სამი ქყვეყნიდან, რომელმაც ქიმიური იარაღის დეკლარაცია წარუდგინა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას და გაანადგურა ის.
ალბანეთის კარგი ურთიერთობების ფონზე აშშ-სთან, ოფიციალური ტირანა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისათვის სირიის ქიმიური იარაღის რეზერვების განადგურების განხილვისას მთავარი იმედი იყო. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერის პრემიერ მინისტრ რამასთან სამი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, იმ იმედით რომ შეთანხმება მოხდებოდა.
კურტ ვოკერი: „როცა სახელმწიფო მდივანი ხელს კიდებს საქმეს, რომელიც მისი აზრით ძალზე მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში ეს სირიის ქიმიური იარაღის განადგურებაა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პროცესი წინ წაწიოს.“
აშშ თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე იან ბჟეზინსკი აცხადებს, რომ ალბანეთის გადაწყვეტილებამ სირიის იარაღის განადგურების პროცესი შეაფერხა.
იან ბჟეზინსკი: „შეერთებული შტატები ალბანეთზე დიდ იმედებს ამყარებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ალბანეთი სირიის იარაღის გასანადგურებლად რესურსებს გამოყოფდა. დღეს ამ იარაღის გასანადგურებელ სტრატეგიას მნიშვნელოვანი კომპონენტი აკლია. კერძოდ, სად განადგურდება ეს იარაღი.“
ბჟეზინსკი აცხადებს, რომ საერთაშორის სოზოგადოებას წინ რთული გზა აქვს.
„შემდეგი ნაბიჯი შეერთებული შტატებისა და რუსეთისთვის სხვა ქვეყნის მოძებნაა, რომელიც დათანხმდება ქიმიური იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე განადგურებას. არსებობს ორი გზა: მოიძებნოს სხვა ქვეყანა ან იარაღი განადგურდეს სირიაში, რაც უსაფრთხოების რიგ პრობლემებს წამოჭრის.“
ევროპის შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის ბელგიამ, გერმანიამ და ნორვეგიამ საკუთარ ტერიტორიაზე სირიის ქიმიური იარაღის განადგურებაზე უარი თქვეს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმომადგენლმა ქრისტიან ჩარტიემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ შესაძლებელია ალტერნატიური გამოსავალის მონახვა, მაგალითად იარაღის ზღვაში, გემზე, ან ოფშორულ ნავთობგადამამუშავებელ პლატფორმაზე.