გაეროს სირიაში ქიმიური იარაღის განადგურების სამეთვალყურეო ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იარაღის დაახლოებით 8 პროცენტზე მათ ხელი არ მიუწვდებათ.
სიგრიდ კააგმა გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ იარაღი ჯერ კიდევ დიდ საშიშროებას წარმოადგენს. თუკი სირიის ხელისუფლება და ოპოზიციური ძალები გაეროს წარმომადგენლებს კრიტიკულ რეგიონებში დაუშვებენ, კააგის განცხადებით, ისინი შეძლებენ 30 ივნისის ვადამდე დაგეგმილი ქიმიური იარაღის განადგურებას.
პარალელურად სირიის მთავარი ოპოზიციური ჯგუფის ხელმძღვანელი აჰმად ჯარბა ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს. მისი განცხადებით, ხუთშაბათს ჯონ კერისთან გამართული შეხვედრა სირიელი ხალხისთვის ძალზე პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.