სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი მესამე შვიდწლიანი ვადისთვის იბრძოლებს. აღნიშნული განცხადება პარლამენტის სპიკერმა დღეს სირიის ტელევიზიით გააკეთა. საპრეზიდენტო არჩვნებზე კანდიდატების დარეგისტრირება სირიაში გასულ კვირას დაიწყო. თავად არჩევნები კი 3 ივნისისთვის იგეგმება.
ბაშარ ალ-ასადი ხელისუფლებაში 2000 წელს მოვიდა. 2007 წელს ის ხელმეორედ ქვეყნის მოსახლეობის 97 პროცენტმა აირჩია. მანამდე კი სირიას 30 წლის მანძილზე ასადის მამა მართავდა.
2011 წელს გაძლიერებულ ოპოზიციურ გამოსვლებს ასადმა ძალადობა დაუპირისპირა. სირია ამბოხმა მოიცვა, რაც ძალიან მალე სამოქალაქო ომში გადაიზარდა. დაპირისპირებამ 150 ათასზე მეტი სირიელი შეიწირა. 2.6 მილიონი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ქვეყნის შიგნით კი 6.5 მილიონზე მტი დევნილია.