ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნები სირიაში


პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მესამე შვიდწლიანი საპრეზიდენტო ვადის მოგების საშუალება ეძლევა

სამშაბათს, სირიის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები რეგისტრაციას იწყებენ. ქვეყნის პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ არჩევნები 3 ივნისს გაიმართება.

პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მესამე შვიდწლიანი საპრეზიდენტო ვადის მოგების საშუალება ეძლევა.

ასადი ამბოხებულებს ებრძვის მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში დაწყებული მშვიდობიანი პროტესტი სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელმაც 150 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

კიდევ 2.6 მილიონმა სირია დატოვა და მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი. 6.5 მილიონი ადამიანი, ქვეყნის შიგნით იძულებით იქნა გადანაცვლებული.

პრეზიდენტი ხელისუფლებაში 2000 წლიდანაა. თანამდებობა მან მამამისის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა.

ასადმა 2007 წელს მეორედ გაიმარჯვა არჩევნებში. ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებულ არჩევნებში ის ერთადერთი კანდიდატი იყო და ხმების 97 პროცენტი მიიღო.
XS
SM
MD
LG