ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ქიმიური იარაღის განადგურება გრძელდება


პროცესის ზედამხედველი საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, იარაღის განადგურების ტემპი უნდა აჩქარდეს

სირიის მიერ დეკლარირებული ქიმიური იარაღის არსენალის 65 პროცენტის გაუვნებელყოფა დასრულებელია. თუმცა, საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, რომელიც ამ პროცესის ზედამხედველობას აწარმოებს, იარაღის განადგურების ტემპი უნდა აჩქარდეს.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის რიგით მე-13 ტვირთი ხმელთაშუა ზღვის პორტ ლატაკიაში დღეს ჩაიტანა. ორგანიზაციის თავმჯდომარე აჰმეტ უზუმჩუ სირიის მთავრობის ქმედებას „აუცილებელს და გამამხნევებელს“ უწოდებს. მაგრამ იმასაც აცხადებს, რომ სირიამ უფრო დიდი რაოდენობით ტვირთი უნდა ჩაიტანოს, რათა 30 ივნისს დაწესებულ ვადამდე მთელი აღრიცხული არსენალის გაუვნებელყოფა მოხდეს.
XS
SM
MD
LG