შეერთებული შტატები სირიას ოფშორულ ტერიტორიაზე სირიის კუთვნილებაში არსებული ყველაზე ლეტალური ქიმიური იარაღის საცავების განადგურების საქმეში დახმარებას სთავაზობს.
ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციამ შაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განადგურების პროცესში მონაწილეობას მიიღებს, ჰპირდება რა სირიის მხარეს, რომ იარაღის ნეიტრალიზაციის საქმეში სრულ ფინანსურ მხარდაჭერას და ოპერაციის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას.
ჰააგაში მდებარე ორგანიზაცია პასუხისმგებელია სირიის ქიმიური იარაღის განადგურების პროცესს მეთვალყურეობა გაუწიოს და დააკვირდეს პირობების განხორციელებას იმ შეთანხმებისა, რომელმაც სირიას, დამასკოს გარეუბანში ზარინის მომწამლავი გაზის გაშვების საპასუხოდ შეერთებული შტატების საპასუხო დარტყმა ააცილა თავიდან.
სიგრიდ კაეგი, რომელიც გაეროს და ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის სირიის ერთობლივი მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ პირველ რიგში ეს იარაღი უნდა შეიფუთოს, ხოლო შემდგომ, მათი გადატანა სირიის სხვადასხვა ქალაქებიდან ქვეყნის ყველაზე დიდ პორტში - ლატაკიაში უნდა განხორციელდეს.
ამერიკულ სპეციალურ გემებში იარაღის გადატანამდე, მათი ტრანსპორტირება გადამზიდავებმა ჯერ აღნიშნული ორგანიზაციის კუთვნილ გემებში უნდა მოახდინონ.
ქიმიური იარაღის გაუვნებელყოფა სირიის ტერიტორიულ წყლებში არ მოხდება.
სირიაში წარმოებულ სამოქალაქო ომს 120 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. დაპირისპირება 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სამთავრობო ჯარები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ. ქუჩაში პროტესტის მთავარი მიზეზი, სამთავრობო რეფორმების გატარების მოთხოვნა იყო.