ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული გემი სირიაში


შეერთებული შტატების გემზე "კეიპ რეი" სირიის ქიმიური იარაღი განადგურდება

ადრე მიღწეული შეთანხმების თანახმად, სირიის ქიმიური იარაღის განადგურება ღია ზღვაში მოხდება. ამ საპასუხისმგებლო ოპერაციას ამერიკელი სპეციალისტები ჩაატარებენ.

ამერიკულ სატვირთო გემ „კეიპ რეი“-ს ამზადებენ ზღვაში გასასვლელად და ნავმისადგომზე ამისთვის უწყვეტი, სადღეღამისო მუშაობა მიმდინარეობს.
ფრენკ კენდალი პენტაგონის მაღალი თანამდებობის პირია, რომელმაც განმარტა თუ რა გაკეთდება ამ გემზე განლაგებული დანადგარებით, როცა ასობით ტონა სირიის ქიმიურ იარაღს მოიტანენ ხომალდზე. „ჩვენ გარდავქმნით ამ მასალას, როგორც თავად ქიმიურ იარაღს, ასევე მის დასამზადებელ ნივთიერებებს ისეთ ნარევებად, რომლითაც ქიმიური იარაღის შექმნა ვეღარ მოხერხდება.“

ეს მოხდება გემის სატვირთო განყოფილებაში, კარვის შიგნით.

„ეს, პოტენციურად ყველაზე დაბინძურებული ადგილი იქნება. ეს ადგილი ჩვენთვის ყველაზე რთული იქნება.“

ისინი, ვინც ამ სისტემის მართვით იქნებიან დაკავებულნი ამბობენ, რომ პროცესი უსაფრთხოა და არ მოელიან შხამიანი ნარჩენების ზღვაში ჩადინებას. ეს ტექნოლოგია ახალი არაა. შეერთებულმა შტატებმა ადრე საკუთარი ქიმიური იარაღის არსენალი გაანადგურა იგივე მეთოდით, თუმცა ახლა
ეს პირველად მოხდება ღია ზღვაში.

დერილ კიმბალს, შეიარაღების კონტროლის ასოციაციის კვლევითი ჯგუფიდან, სჯერა რომ ეს საუკეთესო ვარიანტია:

„ეს ნაცადი ტექნოლოგიაა. ამ პროცესში არ არის აფეთქების ან დამწვრობის შესაძლებლობა და ამიტომ შედარებით უსაფრთხო პროცესია.“

დანადგარები უკვე გამოსცადეს და ხომალდი ბრძანებას ელოდება, რათა ზმელთაშუა ზღვისკენ აიღოს კურსი.

45 დღის განმავლობაში, 700 ტონა სირიის ქიმიკატების ნეიტრალიზებაა დაგეგმილი.

ეს დიდი სამუშაოა და შესაძლოა შეფერხებებიც მოჰყვეს. ბრიგადები გემზე დამატებით მარაგს ტვირთავენ იმ შემთხვევისთვის, თუ დაგეგმილზე დიდხანს მოუწევთ ამ დავალების შესრულება.
XS
SM
MD
LG