დღეს, ესპანეთის ახლადარჩეულმა მთავრობამ ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება. ეს ნაბიჯი ხელისუფლებას ფორმალურად გზას უხსნის ამბიციური გეგმის განხორციელებისკენ, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას ითვალისწინებს.
მინისტრთა კაბინეტის მიერ მხარდაჭერილი დეკლარაცია ახლა პარლამენტს გადაეგზავნება და გაგზავნის დღესვე სრულად საჯარო გახდება. კანონპროექტის მიღებისთვის ესპანეთის პარლამენტს 100 დღე აქვს.
კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები ისეთივეა, როგორც ევროპის კავშირის რეკომენდაციებში. ესპანეთი 2050 წლამდე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ნულამდე დაყვანის პირობას დებს.
ესპანეთის კოალიციურ მთავრობას სურს, რომ მომდევნო 20 წლის მანძილზე, ენერგიის 95% მთელ სახელმწიფოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მოდიოდეს. გეგმაში შედის ავტობუსების და სატვირთო მანქანების გამონაბოლქვის ელიმინაცია და სოფლის მეურნეობის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვისგან მთლიანად გათავისუფლება.
ესპანეთი პირველი სახელმწიფო არ არის, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. საგანგებო ვითარების გამოცხადების ანალოგიურ ზომას ბოლო წლებში ბევრმა ქვეყანამ მიმართა. მათ შორისაა ევროპის კავშირის სახელმწიფოები, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, კანადა, არგენტინა და ბევრი სხვა.