თუ კანონმდებლები ქვეყნის 16.7-ტრილიონიანი ვალის ლიმიტის გაზრდაზე ვერ შეთანხმდნენ, რამდენიმე საათში ამერიკა დეფოლტს გამოაცხადებს
სენატის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა დეფოლტამდე რამდენიმე საათით ადრე, ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ სენატის დემოკრატი უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რიდმა და რესპუბლიკელი უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკონოლმა განცხადება დაახლოებით ერთი საათის წინ გააკეთეს. სენატორ რიდის თქმით, მათ პარტიული ინტერესები გვერდზე გადადეს, რათა ქვეყანა ფინანსური კატასტროფისგან გადაარჩინონ. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მთავრობა მუშაობას სრულად განაახლებს და მას ვალის ზედა ზღვრის გაზრდის უფლება 7 თებერვლამდე მიეცემა. კომპრომისული გადაწყვეტილება ჯერ წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეგზავნება ხელმოსაწერად პრეზიდენტ ობამას.
სენატორი მაკონოლი ოპტიმისტურად არის განწყობილი და თანაპარტიელ რესპუბლიკელებს „საერთო, კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მიზნის ირგვლივ“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. თუკი უახლოეს რამდენიმე საათში წარმომადგენელთა პალატა ქვეყნის 16.7-ტრილიონიანი ვალის ლიმიტის გაზრდაზე არ დათანხმდა, შეერთებულ შტატებს დეფოლტი ემუქრება, რის გამოც ამერიკა ნაკისრი საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას ვეღარ შეძლებს. ამერიკამ ვალის გადახდის პროცესი თუ შეაჩერა, ფინანსისტების აზრით, საერთაშორისო ბაზრებს და მთლიანად, გლობალურ ეკონომიკას დიდი არეულობა ემუქრება.