ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიხიდან გამოსვლა ორპარტიულ შეთანხმებაშია


წარმომადგენელთა პალატაში ჩავარდნილი მოლაპარაკებების შემდეგ, აქცენტი აშშ-ის სენატზეა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:19 0:00
ბმული

12 ოქტომბერს, წარმომადგენელთა პალატაში თეთრ სახლსა და რესპუბლიკელ ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ჩავარდა. აქცენტი, მას შემდეგ, დემოკრატებით დომინირებულ სენატზე გადავიდა. უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი აცხადებს, რომ დემოკრატები ძალისხმევას არ დაიშურებენ რესპუბლიკელ კოლეგებთან და მათ ლიდერ-მიჩ მაკონელთან-კომპრომისის მისაღწევად.

ჰარი რიდი: ძალიან მნიშვნელოვანია ამის მიღწევა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.სენატის უმრავლესობის ლიდერმა გუშინ საგანგებო სხდომას მიმართა. სხდომაზე ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება მოსაზრებები გამოეთქვათ მაშინ, როცა კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა გრძელდებოდა.

რესპუბლიკელმა სენატორმა ბობ კორკერმა იმედი გამოთქვა, რომ კომპრომისი უახლოეს მომავალში იქნება მიღწეული.

ბობ კორკერი: მე მიხარია, რომ ჩვენი ორი ლიდერი შეთანხმების მისაღწევად მუშაობს. მინდა მათ ამ პროცესში ჩემი მხარდაჭერა შევთავაზო.
ამ ფონზე, შეთანხმების პარამეტრები, სპეციფიურ დეტალებს რომ თავი დავანებოთ, ბუნდოვანი რჩება. ორპარტიული მიდგომა თითქოს არც სხვა დროს არსებობდა კონგრესში.


შაბათს, რესპუბლიკელმა სენატორებმა დემოკრატთა მიერ შეტანილი კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც ამერიკის მიერ ვალის ზედა ზღვრის ლიმიტს კიდევ ერთი წლით გაზრდიდა. თავის მხრივ, დემოკრატიულმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა რესპუბლიკელთა წინადადებას, რომელიც მათ ვალის მოცულობისა და მთავრობის მუშაობის განახლების შესახებ მოკლე ვადიან გამოსავალს სთავაზობდა.

გუშინ, სენატორმა ბობ კორკერმა განაცხადა, რომ მისმა თანაპარტიელებმა მთავრობის ნაწილობრივი მუშაობის შეწყვეტას ხელი შეუწყვეს, როცა რამდნეიმე კვირის წინ მთავრობის დაფინანსების გასაგრძელებელ პირობები წამოაყენეს. კორკერმა ამ ტაქტიკას, გადაჭარბებული უწოდა და დემოკრატები გააფრთხილა ანალოგიური შეცდომები არ დაუშვან. უფრო კონკრეტულად, მან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა ისეთ პირობებზე შეიკავონ თავი, რომელიც ფედერალური საბიუჯეტო შეკვეცების მომდევნო თარიღის დროს შეთანხმებას გამორიცხავს.'

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის ავტომატური შეკვეცების შეცვლის იდეას უჭერს მხარს და სურს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან ფისკალური მოლაპარაკებები გამართოს ფედერალური მთავრობის სრული ამოქმედების და ვალის ზედა ზღვრის გაზრდის შემდეგ.
სენატის უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი პრეზიდენტის ამ განცხადებას გამოეხმაურა:

ჰარი რიდი: ამერიკელებს სურთ კონგრესმა მთავრობის მუშაობას სანქცია მისცეს და დეფოლტის საფრთხეც დაიძლიოს. ამის შემდეგ, კონგრესმა, ხალხის მანდატით, ბიუჯეტის გრძელვადიან გეგმაზე უნდა იმუშავოს, რაც სამუშაო ადგილების შექმნას და საშუალო კლასის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამერიკის ხაზინა აცხადებს, რომ ამერიკას დეფოლტი ემუქრება თუ კონგრესის ორივე პალატა ვალის ზედა ზღვრის გაზრდაზე ვერ შეთანხმდა. ამ ფონზე, მთავრობის მიმდინარე პრობლემები და ფედერალური ხელისუფლების მოღვაწეობის ნაწილობრივი შეჩერება კი ამერიკის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს.
XS
SM
MD
LG