ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში კვლავ ვერ თანხმდებიან


რესპუბლიკელი კონგრესმენები აცხადებენ, რომ ვალის ლიმიტის გაზრდას მხარს არ დაუჭერენ, თუ პრეზიდენტი ობამა დეფიციტის შემცირებაზე მოლაპარაკებას არ დაიწყებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯონ ბეინერს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტმა მოუწოდა სპიკერს ქვეყნის ვალის ზღვრის აწევას მხარი დაუჭიროს და საშუალება მისცეს მთავრობას მუშაობა განაახლოს.

როგორც თეთრი სახლი აცხადებს, პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა რესპუბლიკელებთან მოლაპარაკების სურვილი, მხოლოდ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მთავრობა მუშაობას განაახლებს და ვალის დეფოლტის საშიშროება აღარ იქნება.

დღეს დილით ჯონ ბეინერმა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვალის ზღვრის აწევას რესპუბლიკელი კონგრესმენები მხარს მანამ არ დაუჭერენ, ვიდრე პრეზიდენტი ობამა დეფიციტის შემცირებაზე მოლაპარაკებებს არ დაიწყებს.
XS
SM
MD
LG