ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის დახურვიდან მერვე დღე


ჯონ ბეინერის განცხადებით, ეკონომიკური კატასტროფის საფრთხეზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ობამას ეკისრება

ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვიდან მეორე კვირა დაიწყო. პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ მუქარის ფონზე რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს.

ორშაბათს ვაშინგტონში ობამა ფედერალური საგანგებო მენეჯმენტის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. კატასტროფების სწრაფი რეაგირების სააგენტოს მუშაკები მთავრობის დახურვის გამო სამსახურიდან დროებით დათხოვილი არიან.

პრეზიდენტი ობამა მოუწოდებს რესპუბლიკელებს, იდეოლოგიური მოთხოვნები გვერდზე გადადონ და მთავრობის დახურვით გამოწვეული ხელოვნური კრიზისი შეაჩერონ. ობამა აცხადებს, რომ რესპუბლიკელებთან ფისკალური და ბიუჯეტის საკითხებზე მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, თუ კონგრესი მთავრობის გახსნის კანონს დაამტკიცებს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ჯონ ბეინერის განცხადებით, ეკონომიკური კატასტროფის საფრთხეზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ობამას ეკისრება, რადგან მას რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებების დაწყება არ სურს.
ამ ფონზე ათასობით ფედერალური მოსამსახურე დროებით დათხოვილია სამსახურიდან და მნიშვნელოვანი სამთავრობო სააგენტოები არ ფუნქციონირებენ. შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების მთავრობა მას შემდეგ დაიხურა, რაც რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ობამაქეარის სახელით ცნობილი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის დაფინანსებაზე უარი განაცხადეს.
XS
SM
MD
LG