ფედერალური დასვენების მიუხედავად, კანონმდებლები მუშაობას აგრძელებენ. პრეზიდენტი ობამა რამდენიმე წუთში ვიცეპრეზიდენტ ბაიდენთან ერთად რესპუბლიკელ და დემოკრატ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. განხილვის მთავარ თემებად მთავრობის ნაწილობრივი დახურვის საკითხი და ვალის ზედა ზღვრის გაზრდის საბოლოო ვადის მოახლოვებაა. ქვეყანაში არსებული ფისკალური პრობლემები კიდევ უფრო მწვავდება იმის გამო, რომ 17 ოქტომბერს ხელისუფლებას ვალის ზედა ზღვრის გაზრდისთვის ვადა ეწურება.
დღეს შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილობრივი დახურვის 14-ე დღეა. მთავრობის მუშაობა სრულად მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც პრეზიდენტი ობამა კონგრესთან ახალ საბიუჯეტო ზომებზე შეთანხმებას შეძლებს. ქვეყანაში არსებული ფისკალური პრობლემები კიდევ უფრო მწვავდება იმის გამო, რომ ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს ხელისუფლებას ვალის ზედა ზღვრის გაზრდისთვის ვადა ეწურება.
თუკი კანონმდებლებმა ხუთშაბათამდე ქვეყნის 16.7-ტრილიონიანი ვალის ლიმიტი არ გაზარდეს, შეერთებულ შტატებს დეფოლტი ემუქრება, რის გამოც ამერიკა ნაკისრი საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას ვეღარ შეძლებს. თუკი შეერთებულმა შტატებმა ვალის გადახდის პროცესი შეაჩერა, ფინანსისტების აზრით, საერთაშორისო ბაზრებში დიდი არეულობა იქნება მოსალოდნელი.
ტელეკომპანია „ენ-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი, ქრისტინ ლაგარდი აღნიშნავს, რომ თუკი ამერიკაში ვალის ზედა ზღვრის გაზრდა არ მოხდა, ეს სავარაუდოდ მსოფლიო ეკონომიკაში „მასობრივ არეულობას“ შეიტანს. ამ ფაქტს კი თან ახალი გლობალური რეცესიის რისკის ზრდა მოჰყვება. სენატის დემოკრატთა ლიდერ, ჰარი რიდის განცხადებით, კვირას, რესპუბლიკელთა ლიდერ მიჩ მაკონოლთან „ნაყოფიერი“ საუბრის შემდეგ, ის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით „ოპტიმისტურად“ არის განწყობილი.