ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლების რეიტინგმა იკლო


ამერიკელთა უმრავლესობა მთავრობის ნაწილობრივ დახურვისთვის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს ადანაშაულებს

ახალი გამოკვლევის თანახმად, ამერიკელთა უმრავლესობა მთავრობის ნაწილობრივ დახურვისთვის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს ადანაშაულებს , თუმცა ზოგადად, კანონმდებლების რეიტინგმა მიმდინარე მოვლენების გამო იკლო.

დღეს, სოციოლოგიური კვლევა ასოშეიტედ პრესმა და ჯი-ეფ-კეიმ გაასაჯაროვეს. გამოკითხული ათასი ადამიანიდან 62 პროცენტი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა რესპუბლიკელების დამსახურებაა. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი კი პასუხისმგებლობას დემოკრატებს ან პრეზიდენტს აკისრებს.
კონგრესმენთა რეიტინგი კი ხუთ პროცენტს უტოლდება.

მომავალ სამშაბათამდე, ამერიკამ ვალის ზედა ზღვრის გაზრდა უნდა შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დეფოლტი ელის. პრეზიდენტი ობამა ამ დღეებში ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ ამერიკა წარსულში ყოველთვის ასრულებდა საკუთარ ფინანსურ ვალდებულებებს.
XS
SM
MD
LG