ვაშინგტონი —
ამერიკის ფედერალური მთავრობის ნაწილობრივ დახურვის პირობებში,
ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებს ამერიკის ეკონომიკა მძევლად ჰყავთ აყვანილი და ეს მხოლოდ იდეოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე ხდება.
ამერიკის მთავრობა მეორე დღეა შეზღუდულად მუშაობს. 1 ოქტომბერს ძალაში შესული დახურვის პროცესი ემთხვევა პრეზიდენტ ობამას ავტორობით შემუშავებულ ჯანდაცვის რეფორმის კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელსაც რესპუბლიკური პარტია ეწინააღმდეგება.
პრეზიდენტმა ობამამ ოვალურ ოფისში გუშინ ის ადამიანები მიიღო, ვინც „ობამაქეარის“ სახელით ცნობილი ჯანდაცვის პაკეტი უკვე შეიძინა ან აპირებს, რომ შეიძინოს. შეხვედრის შემდეგ, გაკეთებულ მოხსენებაში ობამამ რესპუბლიკეელბს ბრალი დასდო ეკონომიკისა და მთავრობის მძევლად აყვანაში. მან კერძოდ თქვა, რომ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები, უარს აცხადებენ მთავრობის მოქმედების დაფინანსებაზე მანამ ვიდრე ისინი პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ჯანდაცვის კანონის ამოქმედებას ხელს არ შეუშლიან. რესპუბლიკელების გადაწყვეტილების გამო, განაცხადა პრეზიდენტმა, ამერიკის მთავრობამ ნაწილობრივ მუშაობა შეწყვტია. "სხვა სიტყვბით კი, რესპუბლიკელი კონგრესმენები საკუთარი საქმისთვის გამოსასყიდს ითხოვენ,"-თქვა ობამამ.
კაპიტოლიუმში გრძელდება დავა. მას შემდეგ რაც სენატმა პალატის თხოვნა დაიწუნა-ჯანდაცვის კანონმდებლობაზე მოლაპარაკებების გამართვის გამო-რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა იმედგაცრუებულმა განაცხადა:
"ღმერთო ჩემო, მათ ჩვენთან ერთად მაგიდასთან დასხდომა და ლაპარაკიც კი არ სურთ."
მთავრობის მოქმედებების დახურვა თეთრ სახლსაც შეეხო. ადმინისტრაციის ათასამდე თანამშრომელი უხელფასო შვებულებაშია. მთლიანად კი 800 000 ადამიანი იმყოფება ანალოგიურ პოზიციაში.
პრეზიდენტმა ობამამ შესაძლოა აზიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმოს ან გადადოს.