უმრავლესობის ლიდერი, სენატორი მიტჩ მაკკონელი დღეს სენატს ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს წარუდგენს, რომელიც პანდემიით დაზარალებული ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვისაა გამიზნული. თეთრ სახლთან და ზოგიერთ რესპუბლიკელ ლიდერთან ხარჯვით ნაწილზე არსებული უთანხმოების მიუხედავად, რესპუბლიკელი სენატორი ამ ნაბიჯს მაინც დგამს.
დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება ახალი კორონავირუსით რთულ ვითარებაში აღმოჩენილი რიგითი ამერიკელებისთვის გაწეული დახმარების მეორე ეტაპი. მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, დემოკრატ კანონმდებლებთან შეთანხმება ამჯერად ისეთი იოლი არ იქნება, როგორც ეს პირველ ჯერზე მოხდა.
ასევე ნახეთ: 450 მილიარდი საავადმყოფოების და მცირე ბიზნესებისთვისდახმარების საჭიროება წარმომადგენელთა პალატამ ორი თვის წინ არა ერთი, არამედ 3 ტრილიონი დოლარით განსაზღვრა და მალევე დაამტკიცა. თუმცა, დემოკრატი კონგრესმენების ინიციატივა ამაზე წინ ვერ წავიდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ამბობს, რომ მიზეზი ხარჯვით ნაწილზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის არსებული შიდა უთანხმოებაა.
დემოკრატი სენატორები დახმარების დამტკიცებას ჩქარობენ. "საბინაო სექტორის კრიზისს, რომლის პრევენციაც შესაძლებელია, ახლა მხოლოდ დღეები გვაცილებს" - ამბობს მასაჩუსეტსის დემოკრატი სენატორი ელიზაბეტ უორენი, რომელიც ცოტა ხნის წინ დემოკრატთა საპრეზიდენტო ნომინაციისთვიის იბრძოდა.
ასევე ნახეთ: პანდემიასთან საბრძოლველად აშშ-მა უკვე 3 ტრილიონ დოლარამდე გამოყომოელიან, რომ სენატორ მიტჩ მაკკონელის გეგმის ცენტრალური ნაწილი იქნება შტატების და ქალაქების ადგილობრივი მთავრობების დახმარება. ასევე, გათვალისწინებულია სახსრები კოლეჯების, სკოლების და საბავშვო ბაღების გახსნის პროცესის ხელშეწყობისთვის. ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტის მიხედვით, იგეგმება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინების განვითარებაზე მუშაობის დახმარებაც.
პარალელურად, ამ თვის ბოლოს, იწურება უმუშევრობის ფედერალური დახმარების ვადა. თუმცა, საუბარი მის გახანგრძლივებაზე აღარ არის. ახალი გეგმის მიხედვით, უმუშევარი ამერიკელებისთვის გამოყოფილი კვირაში 600 დოლარის ოდენობის შემწეობა 200-მდე უნდა შემცირდეს.
ასევე ნახეთ: ტრილიონი დოლარი - ამერიკელებმა მთავრობისგან შესაძლოა კიდევ ერთი დახმარება მიიღონ