ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრილიონი დოლარი - ამერიკელებმა მთავრობისგან შესაძლოა კიდევ ერთი დახმარება მიიღონ


პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, მოხუცებულთა სახლებისთვის, დამატებით 5 მილიარდი დოლარი გამოიყოფა სახელმწიფოს მხრიდან, რათა მათ პანდემიის დროს მუშაობა დაუბრკოლებლად შეძლონ. როგორც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, ამ თანხით სპეციალური ტექნიკის შეძენა მოხდება და თანხა ჩიადება პერსონალის გადამზადებაშიც.

პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარეობს რომ, კოვიდ19 სასიცოცხლო პრობლემებს სწორედ ხანშიშესულ ადამიანებს უქმნის. მოხუცებულთა სახლებში კი ძირითადად ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ხშირი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, ესა თუ ის დაავადება აქვთ და მათი იმუნიტეტი სუსტია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხუცებულთა სახლებში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 37 000-ს აღემატება. სულ კი ქვეყანაში კოვიდ19-ით 150 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამერიკაში გარდაცვლილთა თითქმის 40 პროცენტი სწორედ მოხუცებულთა სახლებიდანაა.

პრეზიდენტმა ყოველდღიურ ბრიფინგზე საუბრის დროს თქვა, რომ ახლა ამერიკაში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, ქვეყანა ვითარებას ძალიან მალე დაძლევს.

აქვე პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლები გაიხსნება.

ეს განცხადებები თეთრ სახლში პრეზიდენტმა ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დღის დასაწყისში დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა თავისი ეკონომიკური გეგმის მესამე ნაწილი წარადგინა. ბაიდენი ამბობს, რომ ბავშვთა და საოჯახო ჯანდაცვა მისთვის პრიორიტეტული იქნება და იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი გახდება, ქვეყანაში ამოქმედდება 12-კვირიანი შვებულების საათები, რომელსაც სახელმწიფო აანაზღაურებს.

ცნობილი ხდება, რომ სენატში რესპუბლიკელებმა და თეთრმა სახლმა მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ტრილიონი ამერიკული დოლარის დახმარების პაკეტს გამოყოფს მოქალაქეებისათვის. შეგახსენებთ, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე ამერიკელებმა მთავრობისგან დახმარება უკვე მიიღეს. კენჭისყრა პაკეტზე დღეს არის დაგეგმილი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG