ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

40 მილიონზე მეტი ამერიკელი უსამსახუროდ დარჩა


გასულ კვირას უმუშევრობის კომპენსაციები ოდნავ შემცირდა, ვინაიდან ბიზნესების ნაწილი კვლავ გაიხსნა. თუმცა, ამერიკაში უმუშევრობის დონე კვლავ ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, დიდი დეპრესიის შემდეგ პერიოდში.

მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული დღემდე, ამერიკაში, სამსახური 40,7-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა. ეს ამერიკაში მომუშავეთა, თითქმის, მეოთხედია.

ქალი ამოწმებს ინფორმაციას უმუშევრობის დახმარების შესახებ
ქალი ამოწმებს ინფორმაციას უმუშევრობის დახმარების შესახებ

თუმცა, უმუშევართა ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია. გასულ კვირას იმ ადამიანთა ნაწილი, ვინც უმუშევრობის დახმარება მოითხოვა, ახლა სამსახურში დაბრუნდა. 50-ვე შტატის გუბერნატორმა აკრძალვების შემსუბუქება დაიწყეს და სამსახურების ნაწილმა, კვლავ გამოიძახა ოფისებში თანამშრომლების ნაწილი.

ამერიკაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 100,000-ს გადაცდა. ჯანდაცვის ექსპერტები თვლიან, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში, კიდევ ათიათასობით ადამიანი გარდაიცვლება კორონავირუსისგან. მიუხედავად ასეთი გათვლებისა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ნოემბრის არჩევნებისთვის ემზადება, ამბობს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ ზარალს მალე აინაზღაურებს.

"შტატები დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას", დაწერა "ტვიტერის" გვერდზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. "სიდიადისკენ გარდასვლა დაიწყო და ჩვენ გეგმას ვუსწრებთ. იქნება ვარდნები და წარმატებები, მაგრამ მომავალი წელი იქნება საუკეთესო!" დაწერა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG