ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიასთან საბრძოლველად აშშ-მა უკვე 3 ტრილიონ დოლარამდე გამოყო 


კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური ეფექტის შესამცირებლად და პანდემიასთან საბრძოლველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 3 ტრილიონ დოლარამდე თანხა გამოყო.

ამჯერად, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მცირე ბიზნესების და დაზარალებული შტატების დასახმარებლად 484 მილიარდი დოლარი გამოყო.

გამოყოფილი თანხის ნაწილი ტესტირებისთვის დაიხარჯება, 75 მილიარდ დოლარს საავადმყოფოები მიიღებენ, ხოლო თანხის უდიდესი ნაწილს 320 მილიონზე მეტს პანდემიის დროს დაზარალებული მცირე ბიზნესები მიიღებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ დახმარება უკვე გაუწია მილიონობით ამერიკელს რომლებმაც ფულადი დახმარება საბანკო ანგარიშზე მიიღეს.

დახმარებას ელოდებიან ფერმერებიც, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დასახმარებლად 20 მილიარდ დოლარამდე გამოიყო, რომლის დიდ ნაწილს ფერმერები თანხად მიიღებენ, მალფუჭებად პროდუქტს კი მთავრობა ფერმერებისგან შეიძენს.

აშშ-ის პრეზიდენტი და ამერიკელი კანონმდებლები მუშაობას აგრძელებენ შემდგომ თვეებში მოსახლეობისა და მცირე ბიზნესების დახმარების მიზნით ახალი დახმარებების გამოყოფის შესახებ. მოლაპარაკებები თეთრ სახლსა და კანონმდებლებს შორის გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG