ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

19 მილიარდი დოლარი ამერიკელი ფერმერების დასახმარებლად


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 მილიარდი დოლარის ოდენობის პროგრამა წარმოადგინა. პროგრამა კორონავირუსით დაზარალებული ფერმერების დასახმარებლადაა განკუთვნილი და მოიცავს 16 მილიარდიან პირდაპირ ჩარიცხვებს მწარმოებლებისთვის და ასევე ხორცის, ბოსტნეულის და სხვა პროდუქტის მასშტაბურ შესყიდვებს. წარმოებაში გაჩენილი პრობლემების გარდა, ფერემერების ნაწილი პროდუქტის გასაყიდ ობიექტებამდე გადატანას ან მათ გაყიდვას ვეღარ ახერხებდა და ბევრს არაერთი მალფუჭებადი პროდუქტის გადაყრაც მოუხდა.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი რეგიონულ და ადგილობრივ დისტრიბუტორებთან თანამშრომლობით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტის შეძენას გეგმავს. ეს პროდუქტი ეკლესიებს, უფასო კვების პუნქტებს და ისეთ ორგანიზაციებს თუ გაერთიანებებს გადაეცემა, რომლებიც ვირუსის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილ თუ ისედაც მოწყვლად ჯგუფებს ეხმარებოდნენ.

"ამერიკული სოფლის მეურნეობა კორონავირუსის გამო მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ამერიკის უმეტესი ნაწილის მსგავსად. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დგას ჩვენი ფერმერების და ყველა ამერიკელის გვერდით იმისთვის, რომ ჩვენ ყველა გავუმკლავდეთ ამ ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას", - განაცხადა სოფლის მეურენობის მდივანმა სონი პერდუმ თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციისას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG