ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ბიზნესის დახმარებას ცდილობს


მსოფლიოში ვირუსით მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ეკონომიკები კი პარალიზებული, რადგან მომხმარებლები საკუთარ ჯანმრთელობაზე და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე დარდობენ, ხარჯები კი მნიშვნელოვნად შეზღუდეს. თავშეყრის თავიდან აცილების გამო კი მაღაზიების უმეტესობა დაკეტილია.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ეკონომიკის სტიმულირების უპროცედენტო პაკეტი წარმოადგინეს, რომელიც 1.1 ტრილიონი ევროს მოცულობით კრიზისის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. თუმცა, ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნორმალურ მდგომარეობასთან დაბრუნებას თვეები დასჭირდება.

"კაპიტალ ეკონომიკსის" წარმომადგენელი ჯეკ ალენ-რეინოლდსი ამბობს, რომ ცხადია, ეკონომიკა იმაზე სწრაფად უარესდება, ვიდრე ოდესმე, მშვიდობიან პერიოდში: "ვფიქრობთ ევროზონაში მთლიანი შიდა პროდუქტი მეორე კვარტალში იმაზე უფრო სწრაფად დაეცემა ვიდრე მოლოდინი არსებობს. ვფიქრობთ იზოლირებისა და შეზრუდვების პირობებში ეს ნორმალურთან შედარებით 25 %-ით ნაკლები იქნება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG