საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაცით, ამერიკამ საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გაუგზავნა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ საელჩოს ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა, სადაც
აღნიშნულია, რომ "ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება".
"დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება და გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას,"- წერია საელჩოს განცხადებაში.
ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკული დახმარების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ვებგვერდზე ამ დროისათვის მხოლოდ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციაა გამოქვეყნებული.
უცნობია, რა შედის დახმარების პაკეტში, რომელიც საქართველომ მიიღო "ამერიკის ხმა" დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს და დეტალებს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.