რუსეთი უკრაინასთან ახლოს სამხედრო წვრთნებს იწყებს

რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური კვლევის სამსახურის თანამხად, რუსეთში პუტინის რეიტინგმა მაქსიმუმს მიაღწია
რუსული სამხედროები ქვეყნის საზღვრისპირა ნაწილში, უკრაინის რამდენიმე რეგიონთან სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს ატარებენ. როგორც საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა აჩვენა რომელიც რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიურმა სამსახურმა ჩაატარა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი რეკორდულად გაიზარდა.

ყველაზე ყურადსაღები საკითხი ხუთშაბათის საინფორმაციო გამოშვებებში ის არის,თუ როგორ არის ერთი ინფორმაცია მეორესთან დაკავშირებული.

დილას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თავის ვებ-გვერდზე განცხადება გააკეთა რომ რუსეთი როსტოვის, ბელგოროდის, კურსკის და ტამბოვის რეგიონებში ინტენსიური სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებდა. ეს სამი რეგიონი სწორედ უკრაინას ესაზღვრება.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხის პროფესორი მარკ გელეოტი რუსეთის უშიშროების საკითხების სპეციალისტიც არის, რომელიც ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

მისი განცხადებით, ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება გულისხმობდეს ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად არაფერს. შესაძლოა უბრალოდ ეს მათი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენდეს, რათა უკრაინაზე ზეწოლა გაზარდონ. მეორეს მხრივ, თუკი რუსეთი ნამდვილად აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებას აღმოსავლეთ უკრაინაში ეს შეიძლება ამის მომასწავებელ განცხადებადაც მივიჩნიოთ.

რუსული გამოცემის" ნოვაია გაზეტას" სამხედრო მიმომხილველი, პაველ ფელგენგაუერი ამბობს, რომ საჯარო განცხადება სამხედრო წვრთნების შესახებ პრო-რუსულად განწყობილი უკრიანის მოსახლეობის შეგულიანების მიზნით გაკეთდა.

მისი თქმით, რუსული სამხედროები საზღვართან ძალიან ახლოს იმყოფებიან და თუკი ნაბიჯს გადადგამენ იმისთვის, რომ ეს რეგიონები რუსეთის ნაწილად გამოაცხადონ, როგორც ეს ყირიმში მოხდა, რუსეთმა მაშინ სწრაფად მოქმედება უნდა შეძლოს.

სოჭში უშიშროების საბჭოს მრჩეველთან შეხვედრაზე პრეზიდეტნმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის დადანაშაულება არსებულ სიტუაციაში უსაფუძვლოა, მისი თქმით ეს "უკრაინის საშინაო კრიზისია".

ფელგენაუერი ამბობს, რომ რუსეთის მოსახლეობა პრეზიდენტს მისი მყარი პოზიციის გამო უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან მიმართებაში ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს.

ფელგენგაუერის თქმით, რუსეთის მოსახლეობის უმრავლეოსობა ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია, ისინი რუსეთის სამხედროების არამხოლოდ ყირიმში შესაძლო შესვლას, არამედ უკრაინის სხვა რეგიონების დაკავებასაც უჭერენ მხარს.

გამოკითხვის მიხედვით, რომელიც რუსეთის სოციოლოგიური კვლევის სახელმწიფო ორგანიზაციამ ჩაატარა, და მთლიანად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრს წარმოადგენს, აჩვენებს თუ როგორ გაიზარდა უცაბედად პრეზიდენტ პუტინის რეიტინგი. "ვიტიესაიოუემის" თანხმად, პუტინის რეიტინგის ზრდა ძირითადად უკრაინის საკითხის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულებამ განაპირობა. ხუთშაბათს ამ მაჩევნებელმა 71% მიაღწია. ეს არის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ბოლო პერიოდში. 2012 წლის მაისში საპრეზიდენტო ინაუგურაციის დროს პუტინის რეიტინგი 68% შეადგენდა.