19 იანვარს, რუსეთის დასავლეთ ბრიანსკის ოლქში, ქალაქ კლინცის ნავთობის საცავში, ოთხ ავზს ცეცხლი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც სამხედროებმა იქ უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა.
სპეციალიზებული ხანძარსაწინააღმდეგო მატარებლის დახმარებით, მეხანძრეებმა შეაკავეს მისი თქმით, სერიოზული ხანძარი "როსნეფტის" ობიექტზე. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, დასძინა მან.
"თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავის ტიპის დრონი რადიოელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩამოაგდო. როდესაც საჰაერო სამიზნე განადგურდა, მისი საბრძოლო მასალები კლინცის ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა", - წერს ბოგომაზი სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე".
მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა პარასკევს კიდევ ორი უკრაინული დრონი ბრიანსკის სხვა რაიონებში ჩამოაგდეს. ბრიანსკი უკრაინას ესაზღვრება.
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს შეტევა. დარტყმები მიზნად ისახავს მომარაგების ხაზების და ლოგისტიკის ჩაშლას და მოწინააღმდეგის დემორალიზებას.
ბოგომაზმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მეხანძრეები საცავის ავზების ირგვლივ გიგანტური ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.
ანდრიი იუსოვმა, უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს სპიკერმა, არც დაადასტურა და არც უარყო, რომ თავდასხმის უკან უკრაინა დგას. „ასეთი მოვლენები რეგულარულად ხდება აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ: სირსკის თქმით, უკრაინული ძალები "აქტიურ თავდაცვაშია"იუსოვმა ეროვნულ ტელევიზიას განუცხადა, რომ მოელოდა, რომ ინციდენტი გაართულებდა რუსული ჯარების ლოგისტიკას და გაზრდიდა უკრაინული ძალების "მანევრირების სივრცეს“.
"უკრაინსკა პრავდა" ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიდევ ერთი სამიზნე ტამბოვის რეგიონში დენთის ქარხანა იყო და ამ თავდასხმის შედეგები ზუსტდება.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ნავთობის საცავში ხანძარი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. სხვა ცნობებით, ის უფრო ფართოვდება.
პარასკევსვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან გაანადგურა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის რეგიონში.
ასევე ნახეთ: უკრაინა ამბობს, რომ მნიშვნელოვანი რუსული საჰაერო ხომალდი გაანადგურარუსეთის მხარემ, ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ უკრაინამ სცადა და ვერ მოახერხა რუსული ბალტიის ზღვის ნავთობტერმინალზე დრონით თავდასხმა, რაც, როგორც ჩანს, სანქტ-პეტერბურგში, ობიექტის მიზანში ამოღების იშვიათი მცდელობა იყო.
უკრაინის მთავრობის განცხადებით, უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეებზე დაარტყა შიდა წარმოების დრონების გამოყენებით, რომელთაც 1250 კმ იფრინეს.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერმა", რომლის ცნობასაც ეს მასალა ეყრდნობა, დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა აღნიშნული ცნობები.