უფლებადამცველი ორგანიზაცია "საერთაშორისო ამინისტია" მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს, რომ "დაუყოვნებლივ შეწყვიტონ" ჩრდილოეთ კავკასიიდან ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების უკან, რუსეთში გაგზავნა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ ადამიანებს სახლში წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრებათ.
"მათი რელიგიური და ეთნიკური იდენტობის გამო, მთელი თემი "საშიშ ექსპტრემისტადაა" გამოცხადებული, რაც მათი თქმით, უმნიშვნელოვანეს საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას",- ნათქვამია 18 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
"საერთაშორისო ამინისტიის" მიერ წყაროდ მოყვანილ კვლევაში ნათქვამია, რომ ხორვატიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და რუმინეთის მთავრობებმა რამდენჯერმე სცადეს, ან მოახდინეს თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაცია.
ნილს მუიზნიეკსი, "საერთაშორისო ამინისტიის" ევროპის რეგიონის ოფისის დირექტორი ამბობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა "უნდა გაიაზრონ, რომ ასეთი ბექგრაუნდის მქონე ინდივიდუალებს დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა ემუქრებათ".
მუიზნიეკსი ამბობს, რომ ევროპული ქვეყნებისთვის "სკანდალურია" თავშესაფრის მაძიებელებისთვის დამუქრება, რომ მათ უკან დააბრუნებენ.