მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი განაახლა, რუსეთის ბელგოროდის პროვინცია უკრაინულ ძალებს თავდასხმაში მეორედ ადანაშაულებს.
ბელგოროდი რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს და როგორც პროვინციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს ამჯერად იერიშების დროს 3 ადამიანი დაშავდა.
თავდასხმის დეტალების დამოუკიდებლად დადასტურება სააგენტო „როიტერმა“ ვერ შეძლო, ამ დრომდე ბრალდებებზე უკრაინის ოფიციალურ პირებს განცხადება არ გაუკეთებიათ.
ასევე ნახეთ: რუსეთის ახალი იერიში უკრაინის წინააღმდეგ„დაჭრილია სამი ადამიანი. ერთი უკვე გაწერეს. ორი ქალი საავადმყოფოში რჩება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჭრილობები საშუალო სიმძიმისაა,“- ამბობს გლადკოვი.
ბელგოროდის გუბერნატორი ამბობს, რომ დაბომბვის დროს 30-ზე მეტი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. როგორც გლადკოვი ამბობს, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება.
ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინას თავდასხმაში ადანაშაულებს - ბელგოროდში ნავთობტერმინალი იწვისამ თვის დასაწყისში რუსეთმა უკრაინა, ბელგოროდში საწვავის საცავზე თავდასხმაშიც დაადანაშაულა, თუმცა კიევმა ბრალდებები უარყო.