კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა შეიცვალა, თუმცა მათი თქმით, ვერ ხედავენ საფრთხეს რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის, ეფექტურობის და სანდოობის მხრივ. ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 20 პროცენტამდე გაზარდა და ცდილობს ქვეყანა უპრეცენდენტო დასავლური სანქციებისგან დაიცვას.
ბანკმა ასევე მიიღო კაპიტალის კონტროლის ზომები, იმ ფონზე როცა დასავლეთი ცდილობს შეუზღუდოს მას 640 მილიარდ უცხოური ვალუტისა და ოქროს რეზერვებზე წვდომა. დასავლეთმა ასევე განაცხადა, რომ ჩახსნის რუსულ ბანკებს „SWIFT”-ის ფინანსური ქსელიდან, რაც გაართულებს კომპანიებისთვის და მსესხებლებისთვის განახორციელონ და მიიღონ ტრანზაქციები. ამ ნაბიჯებმა რუბლის რეკორდულად დაცემა გამოიწვია.
„ეკონომიკური რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა“, - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. „ეს მძიმე სანქციებია, ისინი პრობლემატურია, თუმცა რუსეთს აქვს შესაძლებლობა აირიდოს ზარალი“.
ასევე ნახეთ: უკრაინამ მოლაპარაკებაზე ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა„რუსეთი დიდი ხანი მუშაობდა გეგმებზე როგორ მოიქცეს შესაძლო სანქციების შემთხვევაში, მათ შორის ყველაზე მკაცრი სანქციების შემთხვევაში. შემუშავებულია გეგმები და პრობლემების გაჩენასთან ერთად მათი გატარება ხდება“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ დაწესებული პირადი სანქციები უაზროა.
„[პუტინს] ეს არ აღელვებს. სანქციები აბსურდული განცხადებებს მოიცავს, გარკვეულ აქტივებზე“, - თქვა მან. „პრეზიდენტს არ აქვს არანაირი აქტივები გარდა იმისა, რაც დეკლარირებულია“, - აღნიშნა მან.
დასავლეთის ნაბიჯების მიზანი, რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე საფასურის დაწესებაა. ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ რაც მოსკოვმა, კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.