ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვშიშობთ, რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება - ჯოზეფ ბორელი


ჯოზეფ ბორელი, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში
ჯოზეფ ბორელი, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში

კრიზისი, რომელიც რუსეთის უკრაინაში ინტერვენციით დაიწყო, შეიძლება მეზობელ ქვეყნებშიც გადავიდეს, მათ შორის: მოლდოვაში, საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთში. განცხადება 27 თებერვალს ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა გააკეთა.

"ჩვენ ვშიშობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს რეგიონში" - უთხრა ჟურნალისტებს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა. "ვშიშობთ, რომ რუსეთი არ შეჩერდება უკრაინაზე" - თქვა მან კვირას.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟურნალისტებს ბრიუსელში გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. შეხვედრაზე ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის უკრაინაში შეჭრას განიხილავდნენ და რეგიონში კრიზისის დარეგულირებაზე მსჯელობდნენ.

კვირების მანძილზე დასავლეთის განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე იერიში რამდენიმე მიმართულებით მიიტანეს, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. ეს ევროპის კონტინენტზე ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორეზე მიტანილი ყველაზე დიდი იერიშია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG