გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის საგანგებო სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეძღვნებოდა. მან ამ მოვლენას უწოდა „შემოტრიალების წერტილი“, მათ შორის გერმანიის პოლიტიკაშიც. შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია დაიწყებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას, ვინაიდან „პუტინის აგრესიამ ჩვენ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა“. ადრე გერმანია არ იყო თანახმა, უკრაინისთვის თავისი იარაღი მიეწოდებინა.
კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრდება სანქციები და რომ „ისინი არ არის შეზღუდული არავითარი ფარგლებით“. მან ასევე გამოაცხადა, რომ გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი მკვეთრად, თითქმის ორჯერ გაიზრდება. მიღებულ იქნება ზომები იმისთვისაც, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემცირდეს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება. მათ შორის, აიგება ორი ახალი ტერმინალი გათხევადებული გაზის მისაღებად.
შოლცმა პუტინი დაადანაშაულა, რომ მან ცივსისხლიანი აგრესიული ომის წამოიწყო, ვინაიდან თავისუფლება უკრაინაში საფრთხეს უქმნის „მის საკუთარ მჩაგვრელ რეჟიმს“.