ათიათასობით უკრაინელი შაბათს ბავშვებთან ერთად, ქვეყნის საზღვრებს მიაწყდა. ეს მაშინ მოხდა, როცა რუსეთის დამპყრობელი არმია უკრაინის სიღრმეში მიიწევდა. ახლაც გრძელდება შეტევა დედაქალაქ კიევის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ კიევში კვლავ საჰაერო დაბომბვის სირენები ისმოდა.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, დაახლოებით 120 000-მა უკრაინელმა პოლონეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში შეაღწია. ბევრი ფეხით, თუმცა სხვანი მატარებლებით, ავტომანქანებით და ავტობუსებით გავიდნენ ქვეყნიდან. მათ გრძელი რიგების გავლა უწევდათ სასაზღვრო გამშვებ ცენტრებში.
დევნილების ნაწილს მეორე მხარეს ნათესავები, მეგობრები ელოდებოდნენ. სხვებს, ადგილობრივი მთავრობების მიერ ორგანიზებული მისაღები ცენტრები გავლა მოუწიათ.
"ეს [მდგომარეობა] ყოველ წუთს იცვლება, - განაცხადა შაბია მანტუმ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის პრესსპიკერმა. გაეროს სააგენტო ვარაუდობს, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, უკრაინას ოთხ მილიონამდე ადამიანი დატოვებს.