გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) ხუთშაბათს, უკრაინას 20 მილიონი დოლარი გამოუყო რუსეთის მიერ ქვეყანაში შეჭრის შედეგად საჭირო ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გაერო და მისი პარტნიორები „მოწოდებულნი არიან დარჩნენ და უზრუნველყონ, რომ მხარი დაუჭირონ ხალხს უკრაინაში, საჭიროების დროს... განურჩევლად იმისა ვინ, ან სად არიან“.
„სიკვდილობის ზრდასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ შიშს, ტანჯვასა და ტერორს უკრაინის ყველა კუთხეში“, - თქვა გაეროს ხელმძღვანელმა. "ადამიანები, უდანაშაულო ადამიანები, ყოველთვის ყველაზე მაღალ ფასს იხდიან."
გაეროს ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელმა მარტინ გრიფიტსმა თქვა, რომ გაეროს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ცენტრალური ფონდიდან 20 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს. ეს დაეხმარება ქვეყანას გადაუდებელი ოპერაციების ჩატარებაში აღმოსავლეთ დონეცკსა და ლუჰანსკში, ასევე ქვეყნის სხვა ნაწილებში.
გაეროს წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ ეს თანხა „დაეხმარება [უკრაინას] ჯანდაცვის საკითხების, თავშესაფარის, საკვებისა და წყლის მობილიზებაში. ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის სანიტარული გარემოს შექმნაში”.