აშშ-ის კონგრესის წევრები აცხადებენ, რომ ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას დაამტკიცებენ მომავალ კვირას უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად. ამ ნაბიჯის მიზანია ასევე ისაა, რომ კიევში მთავრობა გაძლიერდეს, მას შემდეგ, რაც იქ რუსეთი შეიჭრა.
პარტიული კუთვნილების მიუხედავად, რესპუბლიკელემა და დემოკრატმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ემხრობიან უკვე მიწოდებული დახმარების რაოდენობის მკვეთრ ზრდას. ბაიდენის ადმინისტრაციამ, შარშან წლის შუა პერიოდიდან უკრაინას 400$ მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ კანონმდებლებს უკრაინისთვის 600$ მილიონის ღირებულების ლეტალური თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება სურთ.