ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კულება: რუსეთის ფედერაციის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა გადაწყვეტილია


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ რუსეთის ფედერაციის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა უკვე გადაწყვეტილია.

„ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებიათ, მაგრამ დაიწყო ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები ამ გადაწყვეტილების მისაღებად და სანქციის განსახორციელებლად. ვღრღნიდით, ვღრღნიდით, და გამოვღრღენით. იმუშავა უკრაინის დიპლომატიის მთელმა ვერტიკალმა - უკრაინის პრეზიდენტიდან უკრაინის საელჩოს ატაშემდე“, - განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ უკრაინელი დიპლომატები ამ გამარჯვებას უკრაინის მცველებს უძღვნიან.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო. ვლადიმირ პუტინმა მას „იძულებითი ზომა“ უწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ დათანხმდნენ რუსეთის წინადადებებზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების საკითხში. პუტინის თქმით, ეს რუსეთს დიდ საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის, უკრაინის მხრიდან.

XS
SM
MD
LG