ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინას დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის


შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას, დამატებით 54-მილიონიან ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის, რომელიც რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ინტერვენციას და თავდასხმას პასუხობს.

სააგენტოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ დამატებითი დახმარება გულისხმობს კრიტიკულად საჭირო ჯანდაცვის საჭიროებებს, სუფთა სასმელი წყლის შესყიდვას, სანიტარულ-ჰიგიენურ პროდუქტებს და მოწყვლადი ბავშვების დასახმარებელ საშუალებებს. აქვეა პირველადი დახმარების საშუალებები 125 000 ადამიანისთვის და თბილი საბნები დაუყოვნებელი მოხმარებისთვის 18 500 ადამიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ უკრაინას 405 მილიონი დოლარის დახმარება გაუგზავნა, მათ შორის - 169 მილიონი უშუალოდ სააგენტოს სახელით, 236 მილიონი დოლარი კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით.

XS
SM
MD
LG