რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსეთი პაკისტანთან სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს. ისინი ერთობლივ ანტიტერორისტულ კომისიას ქმნიან, რომლის მიზანი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთან" გამკლავება იქნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი პაკისტანის ძალებს ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით გააძლიერებს და ეს ნაბიჯი მთელი რეგიონის ინტერესებშია.
მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაში მისი პაკისტანელი კოლეგა, ხავაჯა ასიფიც მონაწილეობდა. ლავროვის თქმით, 2016 წელს დაწყებული ერთობლივი სამხედრო წვრთნები წელსაც გაგრძელდება.