რუსეთი მოსკოვში კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტის შესაძლო მოგვარების საკითხს განიხილავს. კონფერენციაში ავღანეთი, პაკისტანი, ჩინეთი, ინდოეთი და ირანი მონაწილეობენ.
ეს შეხვედრა რუსეთის იმ მცდელობის ნაწილია, რომლითაც ავღანეთში უფრო პრო აქტიური როლის შესრულება სურს. 1979 წელს, ამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, ეს პირველად ხდება. თუმცა ამ ძალისხმევას, დასაწყისიდანვე, წინააღმდეგობრივი შედეგი ჰქონდა.
დეკემბერში, მოსკოვში გამართულ ბოლო კონფერენციაში მხოლოდ ჩინეთი და პაკისტანი მონაწილეობდნენ, რამაც ავღანეთის მთავრობის ძლიერი პროტესტი გამოიწვია.
ამ კვირაში გამართულ კონფერენციაში, რეგიონის მეტი მოთამაშეა ჩართული, მაგრამ შეერთებული შტატები და ნატო მათ შორის არ არიან. ეს იწვევს ვარაუდს, რომ რუსეთი რეგიონული პრობლემის მოგვარებაზე მეტად, შეერთებული შტატების დაკნინებით არის დაინტერესებული.