რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართმასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანა, იმ ფონზე როცა დასავლეთში უკრაინის კონტრიერიშს მოელიან. საჰაერო დარტყმები რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ განახოციელა უკრაინამაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ უკრაინაში საჰაერო ბაზები დაბომბეს, ხოლო კიევმა რუსეთის ტერიტორიაზე სამრეწველო ობიექტებზე მიიტანა იერიში.
ასევე ნახეთ: მე-16 თავდასხმა კიევზე მაისის თვეში და ხანძარი ოდესის პორტშიკიევი რომელიც იშვიათად ადასტურებს, სამხედრო ობიექტების განადგურებას ან დაზიანებას, ამბობს, რომ ბოლო იერიშის დროს რამდენიმე თვითმფრინავი და ასაფრენი ბილიკი დაზიანდა. უკრაინის მხარე აცხადებს, რომ 5 სამხედრო თვითმფრინავი შეკეთებას საჭიროებს.
კიევის მტკიცებით დასავლეთ ხმელნიცკის რეგიონში დაზიანებული ასაფრენი ბილიკის შეკეთება უკვე დაწყებულია, კონკრეტულად რომელ სამხედრო ობიექტზეა საუბარი არ კონკრეტდება, აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე რეგიონში სამხედრო აეროდრომი იყო განთავსებული.
„ამჟამად სამუშაოები გრძელდება - საწვავის, საპოხი მასალებისა და საბრძოლო მასალის შესანახ ობიექტებში ხანძრის ჩასაქრობად,“- თქვა ხმელნიცკის რეგიონის გუბერნატორმა.
Your browser doesn’t support HTML5
რუსული მედია, კრემლზე დაყრდნობით ამბობს, რომ საჰაერო იერიშების შედეგად უკრაინაში ერთზე მეტი სამხედრო ბაზა დაზიანდა, თუმცა კიევი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ასევე ნახეთ: რუსეთმა ამერიკელი სენატორი ძებნილთა სიაში შეიყვანარუსული საჰაერო იერიშების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კვლავ კიევია, უკრაინის დედაქალაქზე მაისის თვეში უკვე მეთექვსმეტე მასშტაბური საჰაერო იერიში განხორციელდა, ორჯერ ღამის განმავლობაში. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ რაკეტების უმრავლესობა ჩამოგდებულია და არცერთი სამიზნეს არ მოხვედრია.
კიევის ცას ამერიკული პატრიოტები იცავს, საჰაერო თავდაცვითი იარაღის სიძლიერის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვის დროს გააკეთა.
„როდესაც უკრაინელებს პატრიოტები აქვთ, რომლებიც ნებისმიერი რუსული რაკეტის 100%-იან განადგურებას [უზრუნველყოფს], ტერორი მარცხდება,“- ამბობს ვოლოდომირ ზელენსკი.
ზელენსკის განცხადებამდე ინფორმაცია მოგერიებული ავიაერიშების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ მათ 11-ივე რუსული რაკეტა გაანადგურეს.