რუსეთში ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორია დაბომბა. „ტელეგრამში“ ვიაჩესლავ გლადკოვი წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის საზღვრისპირა დასახლებები გვიან ღამით დაბომბეს.
გლადკოვის თქმით, სასაზღვრო ქალაქ შებეკინოში ორი სამრეწველო ობიექტი დაიბომბა, რა დროსაც ოთხი თანამშრომელი დაშავდა. მისი განცხადებით, ბელგოროდის ოლქის რამდენიმე სოფელს ელექტრომომარაგება შეუწყდა.
ბელგოროდი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დაიბომბა, თუმცა კიევს არცერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა თავად არ აუღია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვირას გასცა ბრძანება საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მოხდეს რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო პირების „სწრაფი“ გადაადგილების უზრუნველყოფა უკრაინის რეგიონებში, რომლებსაც ახლა მოსკოვი აკონტროლებს.
პუტინმა რუსეთის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულმა ორმა ჯგუფმა ბელგოროდში რამდენიმე სოფელი დაიკავა. ამბოხებულები ამბობენ, რომ მათ სურთი რუსეთი „პუტინის რეჟიმისგან“ გაათავისუფლონ.
კრემლში მათ „ტერორისტებად“ მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ორივე ჯგუფი კიევის მიერ კონტროლდება. თავად პუტინის წინააღმდეგ მებრძოლები კი კიევთან კავშირს უარყოფენ.
Facebook Forum