უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს, სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ვილნიანსკის სამშობიაროში, რუსულ თავდასხმას ახალშობილი ემსხვერპლა.
რუსეთმა უკრაინაზე ოთხშაბათს ახალი სარაკეტო დარტყმები განახორციელა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის შემოგარენში, თავად დედაქალაქში კი, რუსული დარტყმების სამიზნე, მინიმუმ ერთი კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა იყო.
ასევე ნახეთ: ზაპორიჟიეს ბირთვული ენერგოსადგური კვლავ საფრთხის ქვეშაასაჰაერო თავდასხმების შესახებ გაფრთხილება მთელი უკრაინის მასშტაბით გამოცხადდა. ადგლობრივი მედია, ქვეყნის რამდენიმე ნაწილში, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.
კივსა და მის შემოგარენში მყოფი სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, ცაზე კი საჰაერო თავდაცვის რაკეტები შენიშნეს. ადგილობრივი ენერგომიმწოდებლის განცხადებით, კიევში ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებო რეჟიმში გაითიშა.
„რაკეტა მოხვდა დედაქალაქის ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს. დარჩით თავშესაფრებში! საჰაერო გაფრთხილება გრძელდება“ - დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამში“.
Your browser doesn’t support HTML5
კლიჩკოს დეტალურად არ უსაუბრია დაზიანებული ინფრასტურუქტურის შესახებ. ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული ძალების მთავარი სამიზნე, სწორედ უკრაინის ინფრასტრუქტურაა. ანალიტიკოსთთა ნაწილის მოსაზრებით, ამის მიზეზი ბრძოლის ველზე რუსეთის წარუმატებლობაა.
რუსულმა თავდასხმებმა დიდი ხნის განმავლობაში, 10 მილიონამდე მომხარებელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.