უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ "არასწორი" ჩანაწერების გამო რუსეთმა „გუგლი“ დააჯარიმა. კრემლი წელიწადნახევარია ამტკიცებს, რომ უკრაინაში „სპეციალურ ოპერაციას“ მართავს.
ამჯერად რუსეთმა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი 3 მილიონი რუბლით დააჯარიმა რაც $31.845 ამერიკული დოლარია. ამავე ბრალდებით მოსკოვმა, 15 აგვისტოს, დააჯარიმა სოციალური ქსელი „რედიტიც“.
ასევე ნახეთ: დონეცკის მარიონეტულმა მთავრობამ "გუგლი" დაბლოკაკრემლი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მკაცრად აკონტროლებს ომის შესახებ ინფორმაციებს. მოსკოვმა სპეციალური კანონიც მიიღო, რის გამოც რუსეთის დატოვება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მოუწიათ, ნაწილი ვინც რუსეთში დარჩა დააკავეს ან მუშაობას ვეღარ აგრძელებს.
ასევე ნახეთ: რუსეთმა „გუგლი“ 98 მილიონი ამერიკული დოლარით დააჯარიმარუსეთის ეს ნაბიჯი შეეხოთ ფიზიკურ პირებსაც, მაგალითად რუსეთში დააკავეს მამაკაცი, შვილის ნახატის გამო. კრემლში ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის შესახებ ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს კრემლის მიერ გავრცელებულ ცნობებს და ნათქვამი უნდა იყოს, რომ ეს არის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ როგორც მას თავად ვლადიმირ პუტინი მოიხსენიებს.