რუსეთის სასამართლო განიხილავს, ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის მოთხოვნას, რომ ის შეერთებულ შტატებში გადაიყვანონ და სასჯელი იქ მოიხადოს. აღნიშნული განცხადება მისმა იურისტმა გააკეთა.
რუსეთმა პოლ უილანს, რომელიც ამერიკის, ბრიტანეთის, კანადის და ირლანდიის მოქალაქეა, 2020 წლის ივნისში ბრალი დასდო ჯაშუშობაში და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უილანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს.ვაშინგტონი მის გათავისუფლებას ითხოვს.
ასევე ნახეთ: „სამართლიანობის დაცინვა“ - რუსეთის სასამართლო ამერიკის მოქალაქეებს არ ათავისუფლებსუილანის შეერთებული შტატების ტრანსფერის საქმე სასამართლოს, მისი იურისტების ინფორმაციით, 27 სექტემბერს უნდა განეხილა, თუმცა მოსმენა გადაიდო.
უილანი, რომელიც რუსეთის თქმით, მეხსიერების ბარათის ე.წ. „ფლეშკით“ დააკავეს, რომელზეც საიდუმლო ინფორმაცია ინახებოდა, იმედოვნებდა, რომ მას სხვა პატიმარში გაცვლიდნენ.
ასევე ნახეთ: აშშ და რუსეთი მოსკოვში დაკავებული ყოფილი საზღვაო ქვეითის საქმეზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენაღნიშნული საკითხი, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და პრეზიდენტმა ბაიდენმა განიხილეს ივნისში შეხვედრაზე განიხილეს, თუმცა უილანი და კიდევ ერთი ამერიკელი, ყოფილი სამხედრო ტრევორ რიდი, კვლავ რუსეთის ციხეში რჩებიან.
უილანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეთითხნილია და ამბობს, რომ მას „ფლეშკა“ რუსმა ნაცნობმა გადასცა და ის ფიქრობდა, ბარათზე დასვენების ფოტოები ინახებოდა.