ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სამართლიანობის დაცინვა“ - რუსეთის სასამართლო ამერიკის მოქალაქეებს არ ათავისუფლებს 


ამერიკის, კანადის და დიდი ბრიტანეთის პასპორტის მქონე პოლ უელანი რუსეთში პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. მოსამართლემ არ გაითვალისწინა რიგი ფაქტორები და არ დააკმაყოფილა ამერიკის საზღვაო ქვეითის პოლ უელანის მოთხოვნა, სადაც ამერიკის მოქალაქე სასჯელის დარჩენილი ვადის მოხდას სამშობლოში ითხოვდა.

დაკავებული უელანი ბრალს არ აღიარებს, რუსეთის ფედერაციაში ის 2018 წელს ჯაშუშობის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როცა ის რუსეთში მეგობრის ქორწილში იყო ჩასული. ამერიკის მოქალაქეს რუსეთის სასამართლომ 16 წლით პატიმრობის აღკვეთა 2020 წლის მაისში მიუსაჯა. მაშინ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსკოვის ქმედებები „სამართლიანობის დაცინვად შეაფასა“

პოლ უელანს რუსეთის ციხეში ცუდად ეპყრობიან, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ მისი ბადრაგები დააკავეს. ამერიკამ კი რუსეთის ხელისუფლება ულელანის მიმართ „სამარცხვინო მოპყრობაში“ დაადანაშაულა.

მაშინ, როცა უელანი რუსეთში დააკავეს, ის ამერიკის ავტონაწილების მომწოდებელი კომპანიის უსაფრთხოების ხელმძღვანელი იყო. ის არ არის ერთადერთი ამერიკელი, რომელიც რუსეთში გამოგონილი ბრალდებითაა დაკავებული.

რუსეთში პატიმრობაში რჩება ამერიკელი საზღვაო ქვეითი ტრევორ რიდი, მას 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. რიდს ბრალი ორ რუს პოლიციელზე თავდასხმაში ედება. ბრალდებას ამერიკის მოქალაქე არ აღიარებს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი პატიმრების გაცვლას გეგმავდნენ. რუსეთიდან უელანი, რიდი და კიდევ რამდენიმე ადამიანი უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა გაეთავისუფლებინა იარაღის დილერი ვიქტორ ბუტი და ნარკოტიკების კონტრაბანდისტი კონსტანტინე იაროშენკო. ორივე მათგანი მძიმე მუხლებით არის დაკავებული და ისინი ამერიკაში სასჯელს იხდიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი ივანოვი, ამბობს, რომ ვაშინგტონის „არაკონსტრუქციული“ დამოკიდებულება პატიმრების გაცვლას ნაკლებად სავარაუდოს ხდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG