ნატოს სამიტის წინ რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა

ნატოს ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები მიიტანა. მოსკოვის სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი, საზღვაო ქალაქი ოდესა და სამხრეთ ხერსონი იყო.

კიევსა და ოდესაზე ღამით უპილოტო თვითმფრინავების მიტანილ იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ხერსონში, ორი ადამიანი დაიჭრა და ერთი ქალი დაიღუპა.

„მტერმა, ამ თვეში, მეორედ შეუტია კიევს ჰაერიდან“, - წერს კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკო „ტელეგრამის“ არხზე. უკრაინის საჰაერო ძალები ამბობს, რომ მათ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. იერიშებისთვის გამოყენებული იყო 26 ირანული წარმოების კამიკაძე დრონი.

ასევე ნახეთ: რატომ გაიყო საქართველოს და უკრაინის ნატოსკენ მიმავალი გზები?

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აფეთქებული დრონების ნამსხვრევებმა კიევის რეგიონში რამდენიმე შენობა დააზიანა. ასევე დაზიანდა ოდესის პორტის ადმინისტრაციული შენობა და გაჩნდა ხანძარი, რომელიც სწრაფად ჩააქრეს.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო უსაფრთხოების სირენების ხმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ისმოდა.

ნატოში ვილნიუსის სამიტის მთავარი თემა სწორედ რუსეთის ომია უკრაინაში, პარალელურად არ არის გამორიცხული ნატომ უკრაინას ახალი უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს. დასავლეთის ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთის ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

კახოვკის ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ