გერმანიის მთავრობის სურვილის შემთხვევაში, გერმანიის თავდაცვის ჯგუფი „რეინმეტალი“ მზად არის უკრაინას 139 "ლეოპარდი" მიაწოდოს .
კომპანია განმარტავს, რომ მას შეუძლია აპრილი - მაისის პერიოდში, კიევში „ლეოპარდ 2ეი4“ ტიპის 29 ტანკი, წლის ბოლოსთვის კი ამავე მოდელის 22 ტანკი გაგზავნოს.
ასევე ნახეთ: რუსეთის ტყვეობაში სამი ქართველი მებრძოლიაკომპანია აქვე განმარტავს, რომ აქვს შესაძლებლობა უკრაინას გადასცეს, „ლეოპარდების“ შედარებით ძველი მოდელის ტანკები. „რეინმეტალი“ ამბობს, რომ საუბარია 88 ტანკზე, თუმცა მიწოდების თარიღს არ აკონკრეტებს.
მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის პროცესში, გერმანიის მთავრობა არ ჩქარობს.
ასევე ნახეთ: ზელენსკი: "ტერორი დისკუსიების დროს აღარ ტოვებს"კანცლერი ოლაფ შოლცი ამ დრომდე თავს იკავებს მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და უკრაინას „ლეოპარდები“ მიაწოდოს. ბერლინი არც მეგობარ ქვეყნებს აძლევს უფლებას მიაწოდონ უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკები.
გერმანიის მთავრობას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ უკრაინა და პარტნიორი სახელმწიფოები მოუწოდებენ, მათ შორისაა პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი.