პუტინი ბიზნესმენებს: სხვა გზა არ მქონდა...

რუსეთის ბიზნეს-ლიდერებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მას უკრაინაში "სპეცოპერაციის" განხორციელების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. რუსეთის ლიდერის განმარტებით, ეს იმის გამო მოხდა, რომ მოსკოვის მცდელობებმა, შეეცვალა უსაფრთხოების სიტუაცია, ნაყოფი ვერ გამოიღო.

მიმართვა რუსული ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ, ტელეეთერით გადაიცა. "რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ასე თუ ისე, მზად ვიყავით იმისთვის, რაც ახლა ხდება" - თქვა პუტინმა, თუმცა იქვე ისიც აღნიშნა, რომ "რუსეთი გლობალური ეკონომიკის ნაწილად რჩება".

რუსეთს, უკრაინაზე განხორციელებული სრულმასშტაბიანი თავდასხმის გამო დასავლეთი დამატებით სანქციებს უწესებს. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერებთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ, შემდეგი განცხადება გააკეთა: "დღეს დილით, მე შევხვდი ჩემს კოლეგებს დიდი შვიდეულიდან, რათა განგვეხილა პრეზიდენტ პუტინის გაუმართლებელი შეტევა უკრაინაზე და შევთანხმდით, რომ წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯი დამანგერველი სანქციების პაკეტებისა და სხვა ეკონომიკური ზომების მიმართულებით, რათა ვაზღვევინოთ რუსეთს. ჩვენ მამაცი უკრაინელის ხალხის გვერდით ვდგავართ".