რუსეთის პრეზიდენტი მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ღალატში დაადანაშაულა. ვლადიმირ პუტინი აცხადებს:
„იმ გმირების სახელებს და დიდებას, რომლებიც სოლედარსა და არტემიოვკს, დონბასის ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებდნენ, ნოვოროსიისთვის, რუსული სამყაროსთვის იბრძოდნენ და იღუპებოდნენ, დღეს იმ ხალხმა უღალატა, რომელიც ქვეყანას ანარქიისკენ და ძმათამკვლელი ომისკენ, წაგებისთვის და, საბოლოო ჯამში, კაპიტულაციისკენ უბიძგებს“.
ასევე ნახეთ: კადიროვი აცხადებს, რომ მზადაა რუსეთის ერთიანობისთვის იბრძოლოსპუტინმა ასევე დასძინა, რომ „ნებისმიერი შიდა არეულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის, მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს. ეს რუსეთზე, ჩვენს ხალხზე მიტანილი დარტყმაა და ჩვენი ქმედებები სამშობლოს დაცვისთვის მკაცრი იქნება. როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა ქვეყანა, კონსტიტუცია, მოქალაქეების უსაფრთხოება და თავისუფლება“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, მან, ვინც სამხედრო ამბოხს ორგანიზება გაუწია და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ და რუსეთს უღალატა, ამაზე პასუხს აგებს.
"ერთადერთი სწორი არჩევანია – დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის მიღების შეწყვეტა. მჯერა, რომ შევინახავთ და შევინარჩუნებთ, რაც ძვირფასია და წმინდაა ჩვენთვის, ჩვენს სამშობლოსთან ერთად, ნებისმიერ განსაცდელს გადავიტანთ და უფრო ძლიერები გავხდებით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ: პრიგოჟინი ვორონეჟში ნავთობის ბაზაზე თავდასხმას ადასტურებსგანცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამაც. ის რუსებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. საკუთარი "ტელეგრამის" არხზე მან განაცხადა, რომ მტერი რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირებას ვერ ეღირსება.
„ერთი მთავარსარდალი გვყავს. არა ორი, არა სამი. ერთი. და მან ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს არის ახლა მთავარი. ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. მაგრამ ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც პიროვნული საჭიროება უნდა გადავდოთ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ 100%-ით მართალი ხართ“, - წერს ზახაროვა და ამატებს: „მტერი მხოლოდ ჩვენს სამოქალაქო დაპირისპირებას ელოდება. ვერ ეღირსება!“
მანამდე პრიგოჟინი "ტელეგრამზე" იუწყებოდა, რომ დაჯგუფება „ვაგნერმა“ ვორონეჟის ნავთობაზაზე თავდასხმა მოიერიშე ვერტმფრენით განახორციელა.
ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში ოპერატიულ-საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.