ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრიგოჟინი ვორონეჟში ნავთობის ბაზაზე თავდასხმას ადასტურებს


კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი "ტელეგრამზე" იუწყება, რომ ვორონეჟის ნავთობაზაზე თავდასხმა მოიერიშე ვერტმფრენით განხორციელდა.

მანამდე, სოციალურ ქსელებში, მათ შორის "ტელეგრამის" არხებში ვრცელდებოდა, სავარაუდოდ, ვორონეჟში ნავთობის ბაზაზე ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრები. მომხდარის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცოტა ხნით ადრე, ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში ოპერატიულ-საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მან უარყო უშუალოდ ქალაქში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალების ყოფნის თაობაზე სოციალური ქსელებით გავრცლებული ცნობები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსებს ერთიანობისკენ მოუწოდა. საკუთარ "ტელეგრამის" არხზე მან განაცხადა:

„ერთი მთავარსარდალი გვყავს. არა ორი, არა სამი. ერთი. და მან ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს არის ახლა მთავარი. ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. მაგრამ ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც პიროვნული საჭიროება უნდა გადავდოთ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ 100%-ით მართალი ხართ“, - წერს ზახაროვა და ამატებს: „მტერი მხოლოდ ჩვენს სამოქალაქო დაპირისპირებას ელოდება. ვერ ეღირსება!“

"ამერიკის ხმა" ეყრდნობა საინფორმაციო სააგენტოების და "რადიო თავისუფლების" მასალებს, რომლებიც მხარეების მიერ საინფორმაციო არხებით ვრცელდება. ამ ცნობების უტყუარობის დამოუკიდებლად გადამოწმება ომის პირობებში ვერ ხერხდება.

23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

რა როლი აქვს "ვაგნერს" უკრაინის ფრონტზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:52 0:00

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.

პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG